თაყვანისცემა (მემორიალური კომპლექსი)
მემორიალური კომპლექსი თაყვანისცემა (რუს. Мемориальный ансамбль «Поклон») — მემორიალური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სალსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია, თავისუფლების მოედანზე.
მემორიალური კომპლექსი თაყვანისცემა რუს. Мемориальный ансамбль «Поклон» | |
---|---|
კოორდინატები | 46°28′28″N 41°32′01″E / 46.47438° ჩ. გ. 41.5336° ა. გ. |
მდებარეობა | სალსკი, რუსეთის ფედერაცია |
არქიტექტორი | ბ. იგნატენკო |
მოქანდაკე | ვ. გლუხოვი |
დასრულების თარიღი | 1947 |
ისტორია
რედაქტირება1918 წლის 23 აპრილს, თანამედროვე მემორიალური კომპლექსის მდებარეობის ადგილზე გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი, რომელიც ეძღვნებოდა სალსკის პირველ წითელარმიელებს, რომლებიც 20-22 აპრილს დაიღუპნენ სოფელ სრედნი-ეგორლიკთან საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. თავდაპირველად მემორიალური კომპლექსის ადგილზე იდგა პირამიდის ფორმის ხისგან დამზადებული ძეგლი.
დიდი სამამულო ომის პერიოდში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს საბჭოთა არმიის ჯარისკაცები, რომლებიც დაიღუპნენ 1942 წელს ქალაქ სალსკის თავდაცვისას, მისი გერმანელთა ოკუპაციისაგან გათავისუფლების დროს.
1947 წელს ძმათა სასაფლაოზე მიმდინარეობდა მისი კეთილმოწყობის სამუშაოები, სადაც დააყენეს თაბაშირისაგან დამზადებული ჯარისკაცის ფიგურა. პირამიდაზე, რომელსაც ზემოთ ხუთქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებდა, იყო წარწერა:
„სამარადისო დიდება სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს!“
|
1967 წელს მიმდინარეობდა კომპლექსის რეკონსტრუქცია. კომპლექსის მოქანდაკე იყო ვ. ლ. გლუხოვი, არქიტექტორი - ბ. ვ. იგნატენკო, ორივე სალსკის მცხოვრები იყო. მემორიალი წარმოადგენდა სტელას, რომელიც გაფორმებული იყო ღია ვარდისფერი მარმარილოს ფილებით, სიმაღლე შვიდი მეტრი. იგი იდგა პატარა ხელოვნურ ბორცვზე.
1972 წელს სალსკის თავისუფლების მოედანზე გააასვენეს ირანში საბჭოთა კავშირის პირველი ელჩის ი. ო. კოლომიიცევის ნეშტი, მის საფლავზე დადგეს გრანიტის ფილა.
1975 წელს ძმათა სასაფლაოზე, ბორცვზე, ცხრა საფლავი გააკეთეს. ისინი შეარემონტეს თეთრი, ურალის მარმარილოს ფილებით, რომელზეც ამოკვეთეს 177 დაკრძალული ჯარისკაცის გვარი.
1981 წელს სალსკის ძმათა სასაფლაოს მახლობლად დაკრძალეს საბჭოთა კავშირის გმირი, სალსკის მცხოვრები, ბორის ივანეს ძე ტერენტევი.
მემორიალურ კომპლექსთან არის ხეივანი, სადაც დაგებულია ფილები.
2005 წელს ხეივანში დააყენეს გრანიტის კვარცხლბეკები ბარელიეფებით, რომლებზეც გამოსახულია საბჭოთა კავშირის სალსკელი გმირები: ვასილი იაკოვლევის ძე ზახაროვი, ეფიმ ივანეს ძე მანდრიკინი,აკიმ გავრილის ძე მიტიაშკინი, მიხეილ ევდოკიმეს ძე პივოვაროვი, სიმონ ვასილის ძე რიბალჩენკო, ფიოდორ ნიკოლოზის ძე სამოხვალოვი, ბორის ივანეს ძე ტერენტევი, ნიკოლოზ ივანეს ძე ფილოლენკო, რუსეთის გმირი ვიტალი ნიკოლოზის ძე გორინი. ყველა ძეგლი დამზადებულია რუსეთის მხატვართა როსტოვის განყოფილებაში (ხელმძღვანელი სერგეი ნიკოლოზის ძე ოლეშნია).
გალერეა
რედაქტირება-
თავისუფლების მოედანი
-
ბ. ტერენტიევის მემორიალური ფილა
-
ი. კოლომიიცევის მემორიალური ფილა
-
სტელა უკანა მხრიდან
-
ძმათა სასაფლაო
-
გმირების ხეივანი