ეს თარგი გამოყენებულია უამრავ გვერდზე. იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული ფართომასშტაბიანი დარღვევები და სერვერის არასაჭირო გადატვითვა, ნებისმიერი ცვლილება ამ თარგში პირველად უნდა გაიტესტოს მისივე /სავარჯიშო და /ტესტურ ქვეგვერდებზე, ან თქვენს პირად სავარჯიშოში. ტესტირებული ცვლილებები დაამატეთ მას ერთი რედაქტირებით. გთხოვთ, ნებისმიერი შესატანი ცვლილება თავდაპირველად განიხილოთ განხილვის გვერდზე.
თარგის გამოყენებით შესაძლებელია ჰავის დიაგრამის შექმნა, სადაც მოცემული იქნება საშუალო, მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა, ასევე ნალექების რაოდენობა.
მონაცემები. მოცემული უნდა იყოს 12 რიგად, თითო შეესაბამება ერთ თვეს, მარცხენა სვეტი შეესაბამება საშუალო დაბალ ტემპერატურას, შუა — საშუალო მაღალს, ხოლო მარჯვენა — ნალექების რაოდენობას.
მაქსიმალური ნალექი=
როდესაც ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია (750 მმ-ზე ან 30 დიუმზე მეტი), ლურჯი ძელი დიაგრამის გარეთ გადის, ამიტომ ამ შემთხვევაში ამ არგუმენტით უნდა მიეთითოს ყველაზე მეტად ნალექიანი თვის მაჩვენებელი.
ერთეულები შესაძლებელია მიეთითოს როგორც SI სისტემით (°C, მმ), ისე იმპერიულით (°F, დიუმი; ამ შემთხვევაში მისათითებელია პარამეტრი ერთეულები=იმპერიული). ნაგულისხმევი სტილით დიაგრამაში ჩანს მხოლოდ SI სისტემის ერთეულები (მიუხედავად იმისა, თუ რომელი სისტემითაა შევსებული). იმისათვის, რომ დიაგრამაში გამოჩნდეს იმპერიული სისტემაც, უნდა მიუთითოთ პარამეტრი იმპერიული=დიახ (იხ. შევსების მაგალითი).