თარგი:დღის სტატია:11-26
იოანე ოქროპირი (ბერძ. Ἰωάννης ὁ Χρυσόστομος; დ. 344 და 354 წლებს შორის, ანტიოქია — გ. 14 სექტემბერი, 407, კომანში (კამანი), სოხუმი) — ქრიატიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწე, „ეკლესიის მამათაგანი“, მწერალი, ბრწყინვალე ორატორი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი 398 წლიდან, მიიღო საფუძვლიანი განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ წარმართი ფილოსოფოსი ლიბანიოსი და თეოლოგი დიოდორუს ტარსუსელი.