თარგი:დღის სტატია:11-12
ლუნა-2 (რუს. Луна-2) — პირველი საბჭოთა ავტომატური პლანეტშორისი სადგური; პირველი სადგური მსოფლიოში, რომელმაც მთვარეს მიაღწია. საბჭოთა კოსმოსური პროგრამა „ლუნას“ მეორე აპარატი.
1959 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა ავტომატური სადგურის გაშვება მთვარისკენ, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს არისტილის, არქიმედესა და ავტოლიკის კრატერებს შორის მიაღწია.