თარგი:დღის სტატია:10-5

The Beatles 1964 წელს
The Beatles 1964 წელს

The Beatles1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი (რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი). დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე კლასიკური მუსიკა. The Beatles სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.