თარგი:დღის სტატია:10-22

Windows 7 Ultimate-ის ეკრანი
Windows 7 Ultimate-ის ეკრანი

Windows 7 — ოპერაციული სისტემა Windows-ის ვერსია, გამოშვებულია 2009 წლის 22 ოქტომბერს. კომპანია Microsoft-მა იგი გამოსცა პერსონალური კომპიუტერებისათვის, ლეპტოპებისათვის, ნეტბუკებისათვის, Microsoft-ის პლანშეტებისათვის და შინაური მედია-ცენტრებისათვის.

განსხვავებით წინამორბედი Windows Vista-სგან, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი სიახლე, Windows 7-ში ყურადღება ექცევა იმ მოწყობილობებთან თავსებადობას, რომლებთანაც წინა სისტემაც იყო თავსებადი. Microsoft-ის მიერ 2008 წელს გამართულ პრეზენტაციებზე წარდგენილი იქნა ახალი სისტემის რამდენიმე სიახლე, როგორიც იყო შეხების ტექნოლოგია, სწრაფად გაშვების განსხვავებული დაფა, რომელსაც ამიერიდან Superbar ეწოდება, შინაური ქსელის სისტემა HomeGroup, და გაუმჯობესებები სწრაფმოქმედების მხრივ.