თარგი:დღის სტატია:10-2
ტეხასის რევოლუცია ან იგივე ტეხასის ომი დამოუკიდებლობისათვის — შეიარაღებული კონფლიქტი მექსიკასა და მისი ერთ-ერთი შტატის — კოაუილა-ი-ტეხასის შემადგენელი ნაწილის – ტეხასის ახალმოსახლეთა შორის. ომი გრძელდებოდა 1835 წლის 2 ოქტომბრიდან 1836 წლის 21 აპრილამდე, მაგრამ ზღვაზე ბრძოლები 1840 წლამდე გაგრძელდა. დაპირისპირებები ტეხასის ამერიკელ მაცხოვრებლებსა (რომლებიც იქ მცხოვრებ მექსიკელებზე მეტნი იყვნენ) და მექსიკის მთავრობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 1835 წელს, მექსიკის პრეზიდენტმა, გენერალმა ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანამ გააუქმა 1824 წლის კონსტიტუცია და მიიღო ახალი, ანტი-ფედერალისტური კონსტიტუცია.