თარგი:დღის სტატია:10-13
ყარსის შეთანხმება — სამშვიდობო ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის. ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. შეთანხმებით თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმით და ქალაქი გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ნაცვლად: ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო.