თარგი:დღის სტატია:09-28
საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა — საფრანგეთის მიმდინარე რესპუბლიკური კონსტიტუციაა, რომელიც 1958 წლის 28 სექტემბერს შეიქმნა და 5 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მეხუთე რესპუბლიკის წინამორბედი იყო საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკა, რომლის დაშლამ გამოიწვია საპარლამენტო მთავრობის ნახევრად-საპრეზიდენტო სისტემით შეცვლა. ეს არის საფრანგეთის ხანგრძლივობით მესამე რეჟიმი, ძველი წყობისა (Ancien Régime) და მესამე რესპუბლიკის შემდეგ.