თარგი:დღის სტატია:09-2

გრიგოლ XIII
გრიგოლ XIII

გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება). პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.

საქართველოში ახალი სტილი შემოიღეს 1918 წელს: ძველი სტილით 18 აპრილი გამოცხადდა ახალი სტილით 1 მაისად