თარგი:დღის სტატია:08-27

მოლდოვის დროშა
მოლდოვის დროშა

მოლდოვის რესპუბლიკა (რუმ. Republica Moldova) — სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. რუმინეთსა და უკრაინას შორის. რუმინეთი დასავლეთიდან ესაზღვრება, უკრაინა კი ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. დედაქალაქია კიშინიოვი.

სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს მიიღეს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია.