თარგი:დღის სტატია:08-11
ალან გრინსპენი (დ. 6 მარტი, 1926, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეკონომისტი, მეცნიერებათა დოქტორი, ბრიტანეთის სამეფო ორდენის მფლობელი და 1987 წლის 11 აგვისტოდან 2006 წლის 31 იანვრამდე ამერიკის ფედერალური რეზერვის (ამერიკის ცენტრალური ბანკი, შემოკლ. ფედი) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბრიტანეთის ხაზინის მეთაურის საპატიო (გასამრჯელოს გარეშე) პოსტზე თანხმდება.