ფედერალური სარეზერვო სისტემა

(გადამისამართდა გვერდიდან ამერიკის ფედერალური რეზერვი)

ფედერალური სარეზერვო სისტემა (ინგ.: Federal Reserve System ან ფედერალური რეზერვი, the Federal Reserve; არაფორმ.: The Fed) ცენტრაული საბანკო სისტემაა აშშ-ში.

ფედერალური რეზერვის შტაბ-ბინა მდებარეობს კონსტიტუციის გამზირზე ვაშინგტონში.

ფედერალური სარეზერვო სისტემა შედგება ცენტრალური მმართველთა საბჭოსგან ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი), თორმეტი ფედერალური სარეზერვო ბანკისგან მდებარე ქვეყნის უდიდეს ქალაქებში, მრავალრიცხოვანი წევრი ბანკებისა და სხვა დაწესებულებებისგან. ამჟამად ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა ჯერომ პაუელი.

ფედერალური სარეზერვო სისტემა დაარსდა 1913 წელს აშშ-ის სენატის ფედერალური რეზერვის აქტით. ის შეიცავს რვიდან თორმეტამდე რეგიონულ სარეზერვო ბანკების სისტემას, რომლებიც მისი კომერციული წევრი ბანკების მფლობელობაშია და იმართება ფედერალური რეზერვის საბჭოს მიერ. საბჭო და მისი თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ ინიშნება და მათ სენატი ამტკიცებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.