თარგი:დღის სტატია:07-8
თავისუფლების ზარი (ინგლ. Liberty Bell) — ზარი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში და წარმოადგენს აშშ-ის ისტორიაში დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მთავარ სიმბოლოს. ამ ზარის რეკვამ მოუწოდა ფილადელფიის მცხოვრებლებს 1776 წელს მეორე კონტინენტურ კონგრესზე მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციის გახმოვანებაზე.
ზარი დაახლოებით 943 კგ-ს იწონის, მისი პერიმეტრი 3,7 მ, ხოლო სიმაღლე 1 მეტრია. დამზადებულია სპილენძისა (70%) და თუთიის (25%) შენადნობისგან.