თარგი:დღის სტატია:07-5

დოლი
დოლი

დოლი (ინგლ. Dolly) (დ. 5 ივლისი, 1996 — გ. 14 თებერვალი, 2003) — დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა.