დოლი (ცხვარი)
დოლი (ინგლ. Dolly; დ. 5 ივლისი, 1996 — გ. 14 თებერვალი, 2003) — დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, რომლის კლონირებაც წარმატებით განხორციელდა ზრდასრული სომატური უჯრედისგან. მისი კლონირება მოხდა შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, როსლინის ინსტიტუტში, სადაც ცხვარი ცხოვრობდა 6 წელი (სიკვდილამდე). მისი დაბადება 1997 წლის თებერვალს გამოცხადდა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Dolly the Sheep at the National Museum of Scotland დაარქივებული 2013-03-26 საიტზე Wayback Machine.