თარგი:დღის სტატია:06-18
ვატერლოოს ბრძოლა მოხდა ქალაქ ვატერლოოსთან (Waterloo, გამოითქმის [watəʀˈloː]) ბელგიაში 1815 წლის 18 ივნისს და ნაპოლეონ ბონაპარტის ბოლო ბრძოლა იყო. ვატერლოოთი დასრულდა პერიოდი, ცნობილი როგორც "ასი დღე", რომელიც დაიწყო 1815 წლის მარტში ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის თავს აფარებდა 1813 წელს ლაიფციგის ბრძოლასა და 1814 წელს საფრანგეთის კამპანიაში დამარცხების შემდეგ. ამ დამარცხებამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის იმპერატორობას საფრანგეთში.