თარგი:დღის სტატია:05-31
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკ. Republiek van Suid-Afrika; ინგლ. Republic of South Africa) – სახელმწიფო აფრიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და სვაზილენდი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოთო.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის განმასხვავებელი ნიშანია უსაზღვრო მრავალფეროვნება ყველაფერში. აქ 11 ენა ითვლება სახელმწიფო ენად. პოლიტიკოსებს შორის შეხვდებით ტომის ბელადებს, რაბინებს, რეგბისტებს და ემიგრაციიდან დაბრუნებულ რევოლუციონერებს. ერთ ქუჩაზე მუშაობენ ტრადიციული ექიმბაშები და საბირჟო ბროკერები. ერთმანეთის გვერდით დგას ქოხმახები და ფეშენებელური სრა-სასახლეები. 1994 წლამდე, მსოფლიოში ერთადერთ ქვეყანაში, იყო დაკანონებული აპართეიდი - მოსახლეობის დაყოფა კანის ფერების მიხედვით.