თარგი:დღის სტატია:05-28
კრაისლერ ბილდინგი (Chrysler Building, კრაისლერის შენობა) — 319 მ სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე 42-ე ქუჩისა და ლექსინგტონის ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კრაისლერის კორპორაციისთვის, თუმცა ამჟამად შენობა TMW Real Estate (75%) და Tishman Speyer Properties (25%) საკუთრებაშია. კრაისლერ ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში რომელმაც 1000 ფუტის სიმაღლეს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.