თარგი:დღის სტატია:04-3

ევროპის მონაწილე ქვეყნები
ევროპის მონაწილე ქვეყნები

მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) — აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს, ძირითადად კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა.

რეკონსტრუქციის გეგმა დამუშავდა მონაწილე ევროპულ სახელმწიფოთა შეხვედრაზე 1947 წლის ივლისში. შეხვედრაზე საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწვეული, თუმცა სტალინმა ეს გეგმა საბჭოეთისთვის საშიშროებად მიიჩნია, ამერიკის იმპერიალისტური გეგმა უწოდა და ამგვარად, საბჭოთა ბლოკის ქვეყნები შეხვედრაზე არ დაუშვა.