თარგი:დღის სტატია:03-21
ნამიბია, ნამიბიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Namibia, აფრ. Republiek van Namibië, გერმ. Republik Namibia) — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ანგოლა და ზამბია, აღმოსავლეთიდან — ბოტსვანა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. დასავლეთიდან გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები. ფართობი — 825 418 კმ². 2011 წლის აღწერის მიხედვით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 113 077 ადამიანს. ქვეყნის დედაქალაქი — ვინდჰუკი. ქვეყნის მართვას ახორციელებს მოსახლეობის მიერ 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი და ორპალატიანი პარლამენტი. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1990 წლის 21 მარტს.