თარგი:დღის სტატია:03-19

ფოლკლენდის ომი
ფოლკლენდის ომი

„ფოლკლენდის ომი“ (ესპ. Guerra de las Malvinas, ინგლ. Falklands War) — დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ, ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობასა და დემოკრატიული რეჟიმის აღდგენას მოუმზადა საფუძველი.