თარგი:დღის სტატია:03-13
ფრანცისკე (ლათ. Franciscus; ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, ესპ. Jorge Mario Bergoglio; დ. 17 დეკემბერი, 1936, ბუენოს-აირესი) — რომის 266-ე პაპი 2013 წლის 13 მარტიდან. წარმოადგენს კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურს. სახელი ფრანცისკე აიღო ესპანელი მისიონერის, „იესოს საზოგადოების“ თანადამფუძნებელ ფრანსისკო ხავიერისგან. იგი პირველი იეზუიტი პაპია, პირველი ამერიკის სუბკონტინენტიდან და პირველი სამხრეთ ნახევარსფეროდან. იგი არის ასევე პირველი არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (პაპი 731-741 წწ.).