თარგი:დღის სტატია:01-8
შარლ დე გოლი — ფრანგი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი (1958-69). საფრანგეთში მას ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ როგორც „გენერალი დე გოლი“. მან სახელი ჯერ კიდევ ომამდე გაითქვა, ომის დროს კი თავისუფალი საფრანგეთის მოძრაობის ლიდერი და დროებითი მთავრობის მეთაური (1944-46 წლებში) იყო. 1958 წელს მისი მოწოდებით შეიქმნა ახალი მთავრობა, მნიშვნელოვანი წვლილი გაიღო ახალი კონსტიტუციის შექმნაში და იყო მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1958-69 წლებში. მისი პოლიტიკური იდეოლოგია ცნობილია, როგორც გოლიზმი. მან ასევე დიდი გავლენა იქონია ფრანგული პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზეც.