თარგი:დღის სტატია:01-3
![ტუტანხამონის სარკოფაგზე მისი გამოსახულება](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/38/Tutanchamun_Maske.jpg/100px-Tutanchamun_Maske.jpg)
ტუტანხამონი — ამონის ცოცხალი ხატება. თავდაპირველად ტუტანხატონი. ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. ეს პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში ახალი სამეფოს სახელწოდებითაა ცნობილი. მისი თავდაპირველი სახელი ტუტანხატონი ნიშნავს „ატონის ცოცხალ ხატებას“, ტუტანხამონი კი „ამონის ცოცხალ ხატებას“. იეროგლიფებში მისი სახელი იწერებოდა როგორც ამონ-ტუტ-ანხ. ეს დაკავშირებულია გადამწერთან, რომელიც ტრადიციის მიხედვით, პირველად ღვთაებრივ სახელს წერდა, რათა ხაზი გაესვა ფარაონის დიდებისათვის.