თარგი:დღის მოვლენები:01-29

  • 1616 : ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი — ჰორნის კონცხი აღმოაჩინეს.
  • 1635 : პარიზში დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
  • 1814 : საფრანგეთმა ბრიენის ბრძოლაში რუსეთის იმპერია და პრუსია დაამარცხა.
  • 1856 : დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ ჯილდო ვიქტორიას ჯვარი დააწესა სამხედრო მამაცობისთვის ყირიმის ომში.
  • 1886 : კარლ ბენცმა ბენზინის ძრავიანი პირველი ავტომობილი (სურათზე) დააპატენტა.
  • 1916 : პირველი მსოფლიო ომი : პარიზი გერმანული ცეპელინით პირველად დაიბომბა.
  • 1960 : შეიქმნა პირველი ხელოვნური თირკმელი.