თარგი:დღის მოვლენები:01-19

Apple Lisa
Apple Lisa
  • 1419 : ასწლიანი ომიჰენრი V-ის მიერ რუანის აღებით ნორმანდია ინგლისის სამფლობელო გახდა.
  • 1795 : ბატავიის რესპუბლიკა შეიქმნა ნიდერლანდებში, რითაც დასრულდა შვიდი გაერთიანებული ნიდერლანდის რესპუბლიკის არსებობა.
  • 1853 : ჯუზეპე ვერდის ტრუბადურის პრემიერა შედგა რომში.
  • 1920 : აშშ-ის სენატი კენჭისყრით ერთა ლიგაში შესვლას მხარს არ უჭერს.
  • 1948 : რუსთავში დაიწყო მეტალურგთა ქალაქის მშენებლობა.
  • 1977 : მაიამიში (ფლორიდა) ისტორიაში პირველად წამოვიდა თოვლი.
  • 1983 : კომპანიამ Apple შექმნა Apple Lisa (სურათზე) — პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც გრაფიკული ინტერფეისი და თაგუნა ჰქონდა.