თარგის განხილვა:საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები
ჯერ ნუ წერთ რომ უარი თქვეს მანდატებზე. ახალი მოწვევის პარლამენტს ოფიციალურად არ დაუწყია მუშაობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:21, 4 დეკემბერი 2020 (UTC)
- მართალია, დასაბრუნებელია. გიო ოქრო 14:30, 4 დეკემბერი 2020 (UTC)
- ანბანურად უნდა დალაგდეს.--ცანგალა/გ 09:56, 5 დეკემბერი 2020 (UTC)
- @ჯეო: ხანდახან განხილვის გვერდები წაიკითხე. ვგულისხმობ ხატია წილოსანი--ცანგალა/გ 10:35, 6 დეკემბერი 2020 (UTC)
ეს თარგი გასასწორებელი, ძალიან უშნოა ჩემი პირადი აზრით და უნდა გასწორდეს დაახლოებით ამის მიხედვით. (1) მაჟორიტარებად და პროპორციულად დაყოფა სრულიად ზედმეტია, არცერთ წინა მოწვევაში ასე არაა და არც აქაა საჭირო (2) უნდა იყოს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ჩამონათვალი და არა შემდეგ შექმნილი პარტიები, მაგ. ევროპელი სოციალისტები. 4 წლის მანძილზე კიდევ ვინმე რომელიმე პარტიაში რომ გადავა ყველა ეს მოძრაობა თარგში ვერ აისახება (3) მანდატებზე ვინც უარი თქვა ყველას უნდა მიეწეროს. --M. განხილვაწვლილი 08:46, 13 თებერვალი 2021 (UTC)
- გამარჯობა. ვინაიდან თარგი ჩემი შექმნილია გიპასუხებთ. თავიდან მე მასე გავაკეთე, მხოლოდ პარტიები და პარლამენტში შესული კანდიდატები. მაჟორიტარები და სიით შესულები შიგნით გამოვყავი. შემდეგ არაერთი ცვლილება მოხდა სხვა რედაქტორების მიერ, მაგრამ ამჟამინდელი სახით გაცილებით სრულყოფილია და სრულ ინფორმაციას გვაძლევს. ცხადია არის ხარვეზებიც. თქვენს შენიშვნებზე კი - 1. დაყოფა რატომაა ზედმეტი, ეს ენციკლოპედიური მნიშვნელობისაა ვინ რა სახით მოხვდა პარლამენტში. წინა მოწვევის რამდენიმე თარგიც ჩემი გაკეთებულია, მაგრამ იქაც ვისურვებდი მსგავსს, უბრალოდ იმხანად ალბათ არ მქონდა ზუსტი ინფორმაცია; 2. ეს თარგი არაა არჩევნებზე, ამისთვის არსებობს სტატია. ესაა პარლამენტის წევრებზე და 4 წლის მანძილზე მათ გადაადგილებაზეც, თუ რამ ცვლილება მოხდება ნამდვილად უნდა აისახოს თარგში. ,,სოციალისტები” ამჟამინდელი პარლამენტის ნაწილია უკვე; 3. მანდატებზე ვინც უარი ოფიციალურად თქვა უკვე ასახულია, მაგრამ ვისაც ოფიციალურად არ უთქვამს არაა ასახული ან თუ თქვეს გამორჩენილია და ეს განახლებას საჭიროებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:09, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- გიორგის ვეთანმები. ესთეტიურობის გამო თარგის ინფორმატიულობის შემცირება არ არის სწორი. — Melberg მიწერა 10:25, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- წინა მოწვევების თარგები პარტიების მიხედვით მე გავმართე და ჩემი აზრით, ის ფორმა ბევრად უფრო მისაღებია. უარი ვინც თქვა მანდატებზე, იმათ მაინც ჩაუწერეთ, რომ უარი თქვეს მანდატებზე. ამ მონაცემებით არ წერია (ენმ, ლელო და ა.შ.) --M. განხილვაწვლილი 10:50, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- ჯერ-ჯერობით ოფიციალურად მანდატი შეწყვეტილი აქვს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატსა და გიორგი გახარიას (ოთხივეს უწერია). როდესაც ოფიციალურად შეუწყდება დანარჩენებსაც, ცხადია ჩაიწერება. — Melberg მიწერა 10:52, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- არასწორი მიდგომაა და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. --M. განხილვაწვლილი 11:03, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- კი მაგრამ ვიკიპედია ხომ არ ჩაწერს იმას რაც არ მომხდარა? ოფიციალურად არ განუცხადებიათ უარი. ცესკოს შედეგების მიხედვით კი ეს ხალხი (ვინც სიაშია) პარლამენტის წევრებად ითვლებიან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:53, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- ვიკიპედიის დანიშნულება არაა, რომ ბიუროკრატიული ქაღალდების ასლი იყოს. კონკრეტულმა პიროვნებებმა, რომლებსაც ჩვენ პარლამენტის წევრებად მოვიხსენიებთ, მანდატებზე ოფიციალურად უარი თქვეს. მათი განცხადება არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი არ უთქვამთ. ამიტომ უნდა მიეთითოს, რომ „უარი თქვეს მანდატებზე“ --M. განხილვაწვლილი 12:02, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- არც იმის დანიშნულება გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შევიჭრათ და ჩვენ დავუკმაყოფილოთ. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს კანონიერ წევრებად ითვლებიან ეს ხალხი წევრებად და რა გავაკეთოთ, ჩვენ გავრიცხოთ? ეგ პროცესები, რომ უარი განაცხადეს, არ დაუკმაყოფილეს და ა.შ. არის სტატია საქართველოს პარლამენტის თემა. შეგიძლიათ იქ ასახოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:58, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- არა, არ უნდა გავრიცხოთ, უნდა მივუთითოთ ფრჩილებში რომ „უარი თქვეს მანდატებზე“ ეს არავის კომპტენციაში შეჭრა არ არის და მაგალითიც გაჩვენეთ. მე დავასრულე, დანარჩენს მომავალი გამოაჩენს. --M. განხილვაწვლილი 13:07, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- არც იმის დანიშნულება გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შევიჭრათ და ჩვენ დავუკმაყოფილოთ. ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს კანონიერ წევრებად ითვლებიან ეს ხალხი წევრებად და რა გავაკეთოთ, ჩვენ გავრიცხოთ? ეგ პროცესები, რომ უარი განაცხადეს, არ დაუკმაყოფილეს და ა.შ. არის სტატია საქართველოს პარლამენტის თემა. შეგიძლიათ იქ ასახოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:58, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- ვიკიპედიის დანიშნულება არაა, რომ ბიუროკრატიული ქაღალდების ასლი იყოს. კონკრეტულმა პიროვნებებმა, რომლებსაც ჩვენ პარლამენტის წევრებად მოვიხსენიებთ, მანდატებზე ოფიციალურად უარი თქვეს. მათი განცხადება არ დაკმაყოფილდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი არ უთქვამთ. ამიტომ უნდა მიეთითოს, რომ „უარი თქვეს მანდატებზე“ --M. განხილვაწვლილი 12:02, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- კი მაგრამ ვიკიპედია ხომ არ ჩაწერს იმას რაც არ მომხდარა? ოფიციალურად არ განუცხადებიათ უარი. ცესკოს შედეგების მიხედვით კი ეს ხალხი (ვინც სიაშია) პარლამენტის წევრებად ითვლებიან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:53, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- არასწორი მიდგომაა და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. --M. განხილვაწვლილი 11:03, 14 თებერვალი 2021 (UTC)
- ჯერ-ჯერობით ოფიციალურად მანდატი შეწყვეტილი აქვს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის 3 დეპუტატსა და გიორგი გახარიას (ოთხივეს უწერია). როდესაც ოფიციალურად შეუწყდება დანარჩენებსაც, ცხადია ჩაიწერება. — Melberg მიწერა 10:52, 14 თებერვალი 2021 (UTC)
რა კარგია, რომ არ ვიჩქარეთ :)--Melberg მიწერა 05:15, 23 აპრილი 2021 (UTC)
- @Melberg: ნამდვილად კარგია :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 08:07, 23 აპრილი 2021 (UTC)
@Melberg: უნდა დამიჯერონ ხოლმე!:))--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:13, 23 აპრილი 2021 (UTC) @გიორგი ჩუბინიძე: მართლაც :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:43, 23 აპრილი 2021 (UTC)