თარგის განხილვა:საქართველოს ისტორიული მხარეები
დროშა შეესაბამება ამ თარგს? :)--ცანგალა (გ) 16:10, 30 ივნისი 2007 (UTC)
- ისტორიული დროშაა... ალტერნატივა შემოგვთავაზეთ. - ალ-ო გ / წ 16:15, 30 ივნისი 2007 (UTC)
ჩემი აზრით რუკა შესაცვლელია. ეს არაა საქართველოს ისტორიული კუთხეების რუკა --გრიგოლ 15:54, 6 ივლისი 2009 (UTC)
თარგის გაყოფა
რედაქტირებაორ ნაწილად უნდა გავყოთ თარგი, თორემ ძალიან ბევრი მხარეა ჩამოწერილი და ძნელი აღსაქმელია მომხმარებლისთვის: პირველ ნაწილში იქნება ძირითადი მხარეები: აფხაზეთი · აჭარა · გურია · ერწო-თიანეთი · თორი · თრიალეთი · თუშეთი · იმერეთი · კახეთი · ლეჩხუმი · მთიულეთი · რაჭა · საინგილო · სამაჩაბლო · სამეგრელო · სამცხე · სვანეთი · ტაშირი (ლორე) · ტაო-კლარჯეთი · ფშავი · ქვემო ქართლი · შიდა ქართლი · ხევი · ხევსურეთი · ჯავახეთი
მეორე ნაწილში სხვა მცირე მნიშვნელობის ქვე-მხარეები (მაგ. ზემო სვანეთი, ოკრიბა) ან რამდენიმე დღეს უკვე დამოუკიდებელ რეგიონად ჩამოყალიბებული რეგიონების კრებითი სახელები (მაგ. ქართლი, მესხეთი)
რაც შეეხება სამაჩაბლოს, ტაშირს და საინგილოს, პრინციპში შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის ქვემხარეებია მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გამო მოწყვეტილი არიან აბსოლიტურად ძირითად რეგიონს (განსაკუთრებით ტაშირი და საინგილო) და ამიტომ ვფიქრობ რომ ძირითად რეგიონებში უნდა იყოს.--GagaVaa განხილვაწვლილი 13:12, 9 ნოემბერი 2012 (UTC)
- აღსაქმელად ძნელია? ვერ დაგეთანხმები :), საკმაოდ მარტივადაა აღსაქმელი, ანბანური სიაა, ანბანი ყველაზე მარტივია.
- რაც შეეხება დაყოფას, ნებისმიერი დაყოფა, რომელიც რომელიმე ისტორიულ კუთხეს მიანიჭებს უპირატესობას მეორესთან, იქნება პირობითი. დიდი მნიშვნელობისა და მცირე მნიშვნელობის მხარეებს შორის ზღვარის გავლება, ასევე მხარეებსა და ქვე-მხარეებს შორის ზღვარის გავლება ძალიან ხელოვნური და პირობითი იქნება და ბევრად უფრო გაართულებს თარგს. მომხმარებელი მერე უფრო დაიბნევა, ვიდრე ახლა. ამიტომ, ასეთი ხელოვნური და პირობითი დაყოფის წინააღმდეგი ვარ. Deu. 13:23, 10 ნოემბერი 2012 (UTC)
რუკა შესაცვლელია
რედაქტირებაბათუმი აღარაა გურია უკვე 300 წელია. რუკა შესაცვლელია. ქობულეთი იყოს გურია, ბათუმი აჭარაა. (ქობულეთელები თავს აჭარლებად არ თვლიან, და როგორც მე მგონია არც გურულებად)