თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ბელგრადი)
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (სერბ. Музеј савремене уметности / Muzej savremene umetnosti) — ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ბელგრადში, სერბეთში. 1958 წელს დაარსდა როგორც თანამედროვე გალერეა, რაც ამ ტიპის ერთ-ერთ პირველ მუზეუმად ქმნის მსოფლიოში.[1] ამჟამინდელ შენობაში, ბელგრადის უშჩეს გარეუბანში მუზეუმი 1965 წელს გადაიტანეს. შენობა არის არქიტექტორების ივან ანტიჩისა და ივანკა რასპოპოვიჩის მცირეხნიანი თანამშრომლობის შედეგი, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. ამ ორმა არქიტექტორმა ასევე შექმნა კრაგუიევაცში, შუმარიცეს მემორიალურ პარკში მდებარე 21 ოქტომბრის მუზეუმი. თანამედროვე ხოლოვნების მუზეუმის კოლექცია 35 000-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
სერბ. Музеј савремене уметности | |
44°49′10″ ჩ. გ. 20°26′32″ ა. გ. / 44.81944° ჩ. გ. 20.44222° ა. გ. | |
დაარსდა | 1958 |
ქვეყანა | სერბეთი |
მდებარეობა | ბელგრადი და ნოვი-ბეოგრადის მუნიციპალიტეტი |
ვიზიტორები | 98 826 |
დირექტორი | სლობოდან ნაკარადა |
კურატორი | ზორან ერიჩი |
ოფიციალური საიტი | msub.org.rs |
მუზეუმში შეგროვებული და გამოფენილია 1900 წლიდან სერბეთსა და იუგოსლავიაში წარმოებული ნამუშევრები. მუზეუმი ორგანიზებას უწევს თანამედროვე და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენებს.
მუზეუმი სარემონტო სამუშაოების გამო 2007-დან 2017 წლამდე დახურული იყო. გახსნის ვადის ხშირად ცვლილებისდა მიუხედავად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 2017 წლის 20 ოქტომბერს ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა.[2]
ისტორია
რედაქტირებამშენებლობა
რედაქტირებამუზეუმის შენობა მდებარეობს მდინარეების სავასა და დუნაის შესართავთან, ნოვი-ბეოგრადის თემში, უშჩეს პარკში. მუზეუმის არქიტექტორები არიან ივან ანტიჩი და ივანკა რასპოპოვიჩი, რომლებმაც დიზაინი 1960 წელს შეიმუშავეს, მშენებლობა კი 1965 წლამდე გაგრძელდა. არქიტექტორებმა ოქტომბრის პრემია მიიღეს ბელგრადის ქალაქის ადმინისტრაციისაგან 1965 წლის 20 ოქტომბერს, მუზეუმის გახსნის დღესვე.[2][3][4]
მისი ფორმის, არქიტექტურისა და ადგილმდებარეობის გამო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „შესართავის კრისტალს“[3] ან „(არქიტექტურულ) სამკაულს“.[5]
2007-2017 წლების რესტავრაცია
რედაქტირებაროდესაც მუზეუმის შენობის განახლებაზე მოლაპარაკებები პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, შენობის არქიტექტორები, ანტიჩ და რასპოპოვიჩ ისევ ცოცხლები იყვნენ. ამასთან, ანტიჩი გარდაიცვალა 2005 წელს, რასპოპოვიჩი კი 2015 წელს.[3] რეკონსტრუქცია 2007 წელს დაიწყო, მაგრამ უამრავი მიზეზის გამო, ის 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა. 10 წლის სარემონტო სამუშაოების შემდეგ, მუზეუმი საბოლოოდ გაიხსნა საზოგადოებისთვის 2017 წლის 20 ოქტომბერს, მუზეუმის პირველად გახსნის ზუსტად 52 წლისთავზე.[2] მთლიანი შენობა განახლდა გადაკეთდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიების სტანდარტების შესაბამისად. ასევე განახლდა მუზეუმის შენობის მიმდებარე პარკი. პირველი გამოფენა, რომელიც ჩატარდა ახლად გარემონტებულ მუზეუმში, იყო დეიან სრეტენოვიჩის „თანმიმდევრობები“.[2][3]
რასპოპოვიჩმა მონაწილეობა მიიღო რეკონსტრუქციის პროექტში და განაცხადა, რომ შენობის სახურავზე დამონტაჟებული მინა შედარებით მუქი ტონის მქონეთი უნდა ჩანაცვლებულიყო. ახლად დამატებული ლურჯი პანელები იცვლიან ტონს, ამინდიდან და დღის გარკვეული მონაკვეთიდან გამომდინარე. გუმბათები გახდა ინტერაქტიული და დინამიური, რომლებიც შეხამებულია პარკთან და ახლომდებარე მოდერნისტული მინისა და ფოლადის უშჩეს კოშკთან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალი რემონტი გააკრიტიკეს ეხებოდა მუზეუმამდე მისასვლელ ბილიკს, სადაც დიდი რაოდენობით ბეტონი იყო გამოყენებული. მიუხედავად ახალი განათებისა, ასევე გზის გაფორმებისა, კრიტიკოსები თვლიან, რომ ბეტონი ნაკლებად „ჰუმანურად“ გამოიყურება და შეიძლება ბილიკების გასწვრივ გამზირის მსგავსი ხეების ზრდა შეაფერხოს.[3]
ასევე გააკრიტიკეს სამუშაოების გამო პარკში შექმნილი მდგომარეობაც,[6] რაზეც აშკარად მოქმედებდა ის ფაქტი, რომ პროექტზე მომუშავეები მის დასრულებას რაც შეიძლება ჩქარა ცდილობდნენ. პირველი კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად აირჩიეს, იყო „მონტერა“ (Montera). კომპანიამ მუშაობა გაკოტრების გამო შეწყვიტა, რის გამოც რემონტი წლების განმავლობაში გაიწელა. 2014 წლის შემდეგი საჯარო ტენდერის დროს, რომელიც მიზნად ისახავდა სპეციალურად სახურავზე მუშაობას, გაიმარჯვა კომპანია „იედინსტვომ“ (Jedinstvo). შემდეგ ტენდერშიც ამავე კომპანიამ გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა რომ შეთავაზებული ფასი ყველაზე მაღალი იყო. კულტურის სამინისტრო, რომელსაც იმ დროს ივან ტასოვაცი ხელმძღვანელობდა, ამტკიცებდა, რომ უნდა შერჩეულიყო ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია, როგორიცაა „მოდულორი“ (Modulor). შედეგად, მუზეუმის დირექტორი იოვან დესპოტოვიჩი გაათავისუფლეს, ტენდერში გამარჯვებულად კი „თერმოინჟენიერინგი“ (Termoinženjering) გამოაცხადეს. მათ დაასრულეს მთელი რეკონსტრუქცია და სახურავი მეორედ გაარემონტეს. მიუხედავად ამისა, უკვე 2018 წლის ივლისში განახლებულმა სახურავმა წვიმის დროს გაჟონვა დაიწყო.[7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Lompar, Milo (2018). Knjiga o Lubardi. Beograd: Srpska književna zadruga, გვ. 181.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Otvoren Muzej savremene umetnosti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2021-04-22.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Goran V. Anđelković (20 October 2017), "Kristal na ušću ponovo sija", Politika: 25, http://www.politika.rs/sr/clanak/391074/Pogledi/Kristal-na-uscu-ponovo-sija
- ↑ Među 100 najboljih žena arhitekata Evrope i DVE SRPKINJE.
- ↑ Daliborka Mučibabić (30 July 2018). „Arhitektonski dragulj koji iznova mami“ [Architectural jewel is temping again]. Politika (სერბული). p. 14.
- ↑ Radoslav Ćebić (31 May 2018). „Tiranija Beograda na vodi“ [Tyranny of the Belgrade Waterfront]. Vreme, No. 1430 (სერბული).
- ↑ M.A.K. & D.B.M.. (7 July 2018) Kante kupile kišnicu: Voda ušla u zgradu Muzeja savremene umetnosti sr. Večernje Novosti.