თამაშთა თეორია

(გადამისამართდა გვერდიდან თამაშის თეორია)

თამაშთა თეორია — თამაშებში ოპტიმალური სტრატეგიის შესწავლის მათემატიკური მეთოდი. თამაშის ქვეშ იგულისხმება პროცესი, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. თითოეულ მხარეს აქვს თავისი მიზანი და იყენებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც, სხვა მოთამაშეთა ქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისთვის მოგებიანი ან წაგებიანი იყოს. თამაშთა თეორია გვეხმარება საუკეთესო სტრატეგიის არჩევაში სხვა მონაწილეების, მათი რესურსებისა და შესაძლო ქმედებების გათვალისწინებით.[1]

ჯონ ნეში — მათემატიკოსი, ნობელის პრემიის ლაუერატი

თამაშთა თეორია გამოყენებითი მათემატიკის განყოფილებაა, უფრო ზუსტად კი — ოპერაციათა გამოკვლევის. ყველაზე ხშირად თამაშთა თეორიის მეთოდებს იყენებენ ეკონომიკაში, ოდნავ იშვიათად სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებშისოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ეთიკაში, იურისპრუდენციასა და სხვ. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მისი გამოყენება დაიწყეს ბიოლოგებმა ცხოველთა ქცევისა და ევოლუციის თეორიის გამოკვლევისთვის. თამაშთა თეორიას დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნური ინტელექტისა და კიბერნეტიკისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინტერესი ინტელექტუალური აგენტებისადმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ამით იგი განსხვავდება გადაწყვეტილებათა მიღების თეორიისგან