თამარ ღლონტი
თამარ ღლონტი (დ. 29 მარტი, 1904, ბათუმი — გ. 9 ნოემბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1962), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების მდასახურებული მოღვაწე (1965)
ბიოგრაფია
რედაქტირება1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს. 1960-1982 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ნერვოპათოლოგიის კათედრას. შეისწავლიდა ნერვული სისტემის სისხლძარღოვან პათოლოგიას, ეპილეფსიას, ნეიროიმუნურ ძვრებს ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს და სხვა. თანაავტორია ნაშრომისა „ნერვული სისტემის დაზიანება ბრუცელოზის დროს“ (თბილისი, 1963).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 595.