თამარ ელიზბარის ასული ქუჩულორია (დ. 1909, სოფელი წალენჯიხა) — აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამარ ქუჩულორია დაიბადა 1909 წელს სოფელ წალენჯიხაში. 1925 წელს შევიდა კომკავშირში. 1927 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ალკკ ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციის მდივნად. ქუჩულორიას სისტემატიურად ირჩევდნენ კომკავშირის სამაზრო კომიტეტისა და რაიკომის წევრად.

1930 წელს ქუჩულორია შევიდა ბოლშევიკურ პარტიის რიგებში. იმავე წელს იგი გადაიყვანეს საქართველოს კპ (ბ) ზუგდიდის რაიკომში ქალთა განყოფილების გამგედ, 1931 წელს კი დაწინაურებულ იქნა ზუგდიდის რაიპროფსაბჭოს პასუხისმგებელ მდივნად.

1930-1932 წლებში იყო ზუგდიდის ქალაქის საბჭოს დეპუტატი, რაიაღმასკომის პლენუმისა და პრეზიდიუმის წევრი. სოფლად სასოფლო-სამეურნეოკამპანიების ხელმძღვანელობისათვის ის ორჯერ დააჯილდოვა ზუგდიდის რაიაღმასკომის პრეზიდიუმმა.

1932-1935 წლებში სწავლობდა ამიერკავკასიის კომუნისტური სასოფლო-სამეურნეო სკოლის სამწლიან პარტიულ განყოფილებაში. 1935 წლის ივნისიდან თამარ ქუჩულორია მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სელმძღვანელი პარტიული განყოფილების ინსტრუქტორად, 1936 წლის აგვისტოდან საქართველოს კპ (ბ) სოხუმის ქალაქკომის ინსტრუქტორ-პროპაგანდისტად. მუშაობდა პარტიის სოხუმის რაიოკომის კულტპროფგანყოფილების გამგედ.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად სოხუმის რაიონის კონსტანტინოვკის №51 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №116 (214), 23 მაისი, 1938