თამარ ქავთარაძე (დ. 5 სექტემბერი, 1927, ფასანაური) — ქართველი ექიმი. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1952–1956 წლებში მუშაობდა დუშეთში სკოლის ექიმად, პედიატრად, პედიარტიული განყოფილების გამგედ, 1956–1958 წლებში იყო თბილისის რესპუბლიკური დედათა და ბავშვთა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი პედიატრიაში, 1961–1966 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1966–1969 წლებში კლინიკო–ჰემატოლოგიური ლაბორატორიის, 1969 წელს ნეიროენდოკრინოლოგიური განყოფილების, 1969–1981 წლებში მოზრდილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი, 1981–1988 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1988 წლიდან კარდიორევმატოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს ბავშვებში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია ინტერნები, კლინიკური ორდინატორები. აგრეთვე მისი ხელმძღვანელობით სამუშაო ადგილზე კვალიფიკაცია აიმაღლეს პრაქტიკოსმა ექიმებმა. 1970 წელს დაიცვა, საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ნუკლეინის მჟავების შემცველობა ზოგიერთ ორგანოში ექსპერიმენტული რაქიტის დროს“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 281

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება