თამარ რევია
თამარ რევია (დ. 1907 — გ. აგვისტო, 1983) — ქართველი ქველმოქმედი.
ბიოგრაფია
რედაქტირებათამარ რევია დაიბადა 1907 წელს.
თამარის პირველი მეუღლე მანჯგალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. რაღაც დანაშაულისათვის 32 კაცთან ერთად გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თამარი გადასახლებას რომ გადაერჩინა, მისმა ძმამ, ლევან რევიამ, აბელ ენუქიძეს სთხოვა დახმარება. მან ურჩია, სასწრაფოდ უცხოელზე გაეთხოვებინათ. მართლაც, ერთ ახალგაზრდა გერმანელ სამხედრო ინჟინერს, კარლ ტიცს გააყოლეს, რომელიც საქართველოში მუშაობდა. ამ პერიოდში ჰიტლერმა გამოსცა ბრძანება, ყველა გერმანელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ, ტიციც წავიდა გერმანიაში და ცოლიც თან წაიყვანა. მათ ორი შვილი ჰყავდათ — კარლი და ვივიანი. თამარი ქართულ შტაბში, გიორგი მაღალაშვილის სოციალურ განყოფილებაში მუშაობდა. ამ პერიოდში ქმარი გაეყარა და ბავშვებიც წაართვა.
აქტიურად ეხმარებოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდში პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან ლტოლვილ ქართველებს. ამ საქმეში ამს ეხმარებოდა შოთა ბერეჟიანი, მისი მომავალი მეუღლე, რომელზეც დაქორწინდა 1945 წელს. ისინი ფლობდნენ რესტორან „ფრანკო-ჟორჟიენს“. რესტორანი გაკოტრდა და გაყიდეს. თამარმა შვილები მოძებნა და ამერიკიდან ახალგათხოვილი ქალიშვილი ჩამოიყვანა. ლევილში ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ლევილთან ახლოს, ლინასში დაიწყეს სახლის მშენებლობა, რომელიც ლატარიაში მოგებული 600 ათასი ფრანკის წყალობით დაამთავრეს.
1982 წელს თამარმა ოპერაცია გაიკეთა. 1983 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე
ლიტერატურა
რედაქტირება- დაუშვილი რ., თამარ რევია — „მადამ ტიცი“ და გრიგოლ რობაქიძის „მეგი“, პრაიმტაიმი, 2011, 17 ოქტომბერი, N 42, გვ. 44-45
- აბდუშელი ლ., თამარა ბერეჟიანის გამოსათხოვარი, თავისუფლების ტრიბუნა, პარიზი, 1984, N 42, გვ. 26
- ჟღენტი მ., მოგონება თამარ ბერეჟიანზე, გუშაგი, პარიზი, 1984, N 1, გვ. 63–64