ლევილ-სიურ-ორჟი
ლევილ-სიურ-ორჟი (ფრანგ. Leuville-sur-Orge) — სოფელი საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის ესონის დეპარტამენტში. პარიზიდან 26 კმ-ზე. აქ 1922 წლიდან აქ ცხოვრობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის გამო ემიგრირებული ქართველები, აქვე ინახებოდა ქართული საგანძური, რომელიც 1921 წელს გაიტანა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ. ლევილში ქართველთა სათვისტომო მამულის მეპატრონე იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი[1]. ლევილში ქართველთა სასაფლაოს მოწყობა იყო ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივის შედეგი, რის გამოც მას „ლევილის დედა“ შეარქვეს.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Official town website (ფრანგული)
- Leuville-sur-Orge on Quid.fr, a French encyclopedia (French) დაარქივებული 2006-12-30 საიტზე Wayback Machine.
- Location of Leuville-sur-Orge on a map of France (French)[მკვდარი ბმული]
- Mérimée database - Cultural heritage (ფრანგული)
- Land use (IAURIF)[მკვდარი ბმული] (ინგლისური)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 159.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Leuville-sur-Orge: a little Georgia 25 kilometers away southward from Paris, by Eva Csergo. CAUCAZ.COM - Article published in 27 December 2004 Issue.
- ↑ შარაძე, გ. (1993). უცხოეთის ცის ქვეშ, II. თბილისი: „მერანი“, გვ. 156-162.