თამარ მამალაძე
თამარ მამალაძე (დ. 6 აპრილი, 1908, თბილისი, გ. 1972) — ქართველი მუსიკოსი, ფოლკლორისტი და ხელოვნებათმცოდნე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1934 წელს. სწავლა გააგრძელა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში, პედაგოგები - ს. ლ. გინზბურგი, ა. ვ. ოსოვსკი, ბ. ა. არაპოვი, ს. ნ. ბოგოიავლენსკი(ყველა მუსიკის ისტორია, მუსიკის თეორია); 1929-1938 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სკოლის პედაგოგი(მუსიკის ლიტერატურა); 1944-1946 წწ. საქართველოს რადიოკომიტეტის მუსიკალურ გადაცემათა ფოლკლორული რედაქციის რედაქტორი; 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მუსიკალური ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; ეთნოგრაფიული ექსპედიციების ორგანიზატორი; ჩაწერა მრავალი ხალხური სიმღერა; მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - „კახეთის შრომის სიმღერები“, დაიცვა 1966 წელს.