თამარ იშხნელი (დ. 1 მაისი, 1896, ქუთაისი — გ. 23 ოქტომბერი, 1994, თბილისი) — ქართველი მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1976).

თამარ იშხნელი
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1896
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1994 (98 წლის)
თბილისი
საქმიანობა მომღერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1910-1917 წლებში სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში. 1918-1919 წლებში დებთან ერთად ჩამოაყალიბა თვითმოქმედი ანსამბლი და კონცერტებით გამოდიოდა ქუთაისში. 1930 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა თბილისში. 1940 წელს დები იშხნელები საქართველოს რადიოკომიტეტის ანსამბლში მღეროდნენ. იმავე წელს მათი კვარტეტი მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში. თამარ იშხნელი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ანსამბლს, გამოდიოდა სოლო კონცერტებითაც. მღეროდა როგორც ქართულ, ისე რუსულ რომანსებს. იგი რამდენიმე სიმღერის ავტორიცაა („არც ჰოს ამბობს, არც არას“, „შენ აყვავდი, ქართლო მეტად“, „ახალი წელი“, „არ დაიჯერებ“ და სხვა). იშხნელების კვარტეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათი რეპერტუარიდან განსაკუთრებული აღსანიშნავია: „ციცინათელა“ (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური) „ყაყაჩო აყვავებულა“ (ტექსტი და მელოდია ხალხური), „სულიკო“ (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა. ვ. წერეთლის), „ტურფავ, ტურფავ“ (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური), „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი“ (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ივ. კერესელიძის), „ისევ შენ და ისევ შენ“ (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ა. ყარაშვილის), „სანთელივით ჩავქრები“ (ტექსტი აკ. წერეთლის, მუსიკა ხალხური), „არც ჰოს ამბობ, არც არას“ (ტექსტი ი. გრიშაშვილის, მუსიკა იშხნელების), „მეტეხის თავზე“ (ტექსტი გ. ლეონიძის, მუსიკა იშხნელების), „რა დამავიწყებს“ (ტექსტი ლ. ასათიანის, მუსიკა ხალხური), „ბულბული“ (ტექსტი ალ. ჭავჭავაძის, მუსიკა ო. დიხამინჯიასი), „ორთავ თვალის სინათლევ“ (ტექსტი და მუსიკა ხალხური) და სხვა.

თამარ იშხნელი 1994 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1949. № 10-11. გვ. 5.
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. № 6. გვ. 328.