თამარ თენეიშვილი (დ. 16 მარტი, 1919, სოფ. ბახვი, ოზურგეთის რაიონი — გ. 5 დეკემბერი, 1991) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი (1973).

თამარ თენეიშვილი
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1919(1919-03-16)
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი, 1991(1991-12-05) (72 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
სამეცნიერო ხარისხი პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თამარ თენეიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის საორგანიზაციო მეთოდური დარგი 1932 წელს.[1]

1932–1937 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, აქვე ასწავლიდა გეოგრაფიასა და პედაგოგიკას; 1939–1943 წლებში სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის (განსახკომი) დაწყებითი და საშუალო სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის სპეციალობაზე.[1]

1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1949–1952 წლებში მუშაობდა თბილისის მე-10 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, ხოლო 1952–1954 წლებში თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში; 1958–1973 წლებში კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.[1]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს სსრ გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა. თბ., 1956.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.