თამარ ავალიშვილი
ქართველი ექიმი
თამარ ავალიშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1948) — ქართველი ექიმი.
დაიბადა ქალაქ თბილისში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფი სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1976–1980 წლებში იყო მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი. 1980 კი წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პრობლემური კათედრის ასისტენტი. 1992 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა სეფსისის პრობლემების შესახებ. ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილ ბავშვთა პათოლოგიის განყოფილებას. არის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია., თბ., 2000., გვ.13