თამარაშენის სამების ეკლესია

თამარაშენის სამების ეკლესია — მცირე დარბაზული ტიპის ეკლესია (ზომით 10,5 X 6,1 მ) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში.

არქიტექტურა და ისტორია

რედაქტირება

იგი თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (10,5 X 6,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. კონსტრუქციული ნაწილები და კარ-სარკმლების წირთხლები ამოყვანილია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. შესასვლელები მთლიან ქვაში ამოკვეთილი დამრეცი თაღითაა გადახურული და შიგნიდან თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე - ნახევარწრიული ნიშები. თითო სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც გრძივი კედლების შუა ნაწილში პილასტრებზე დაყრდნობილ აგურის თაღზეა გადაყვანილი. ეკლესია თავდაპირველად მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოგვიანებით, კედლები შეუთეთრებიათ და ახლა მოხატულობის მხოლოდ გაურკვეველი ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. მოგვიანებით, ეკლესიისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ კარიბჭე-სამრეკლო (2,4 X 2,3 მ), რომელიც, დასავლეთ კარის ტიმპანზე არსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1883 წელს. ნაშენია ტუფის ქვით. პირველი სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილ და აგურის გუმბათით გადახურულ ღიობს წარმოადგენს; სვეტები ერთმანეთთან თაღებითაა დაკავშირებული. მეორე სართული - სამრეკლო, ასევე ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ღიობია და გადახურულია აგურის პირამიდული გუმბათით..

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება