თამაზ ლეჟავა
თამაზ ლეჟავა (დ. 1933, თბილისი — გ. 7 ივლისი, 2009) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი.
თამაზ ლეჟავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1933 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 7 ივლისი, 2009 |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი და ქიმიკოსი |
ჯილდოები | პეტრე მელიქიშვილის პრემია |
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. 1981-2006 წლებში იყო დირექტორის მოადგილე რაფიელ აგლაძისს სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილში. 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორიას. გამოქვეყნებული აქვს 130 ნაშრომი, მათ შორის, 1 მონოგრაფია, 1 ამოცანათა კრებული. მიღებული აქვს 20-მდე საავტორო მოწმობა და პატენტი. მისი ნაშრომები მიძღვნილია როგორც ელექტროკრისტალიზაციის პროცესის ფუნდამენტური საკითხების, ისე ელექტროქიმიური და არაორგანული ტექნილოგიების კვლევებისადმი. იგი აქტიურად მონაწილეობდა ელექტროქიმიური დარგის საერთაშორისო ფორუმებში. მის მიერ შესრულებული ნაშრომები მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს თეორიული ელექტროქიმიის დარგში, რამაც ასახვა ჰპოვა უცხოელ ავტორთა მონოგრაფებსა და სახელმძღვანელოებში. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარკვეულ დროს უთმობდა პედაგოგიურ მუშაობასაც. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს საინჟინრო აკადემიაში, იყო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, მეტალურგიისა და ქიმიური ტექნილოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში მან განახორციელა მრავალი ტექნოლოგიური ხასიათის პროექტები ქრომის, სპილენძის და ოქროს ჰიდრომეტალურგიაში, მათ შორის, „მადნეულის“ კარიერული წყლების გაწმენდისა და უტილიზაციის მიმართულებით.[1]
ჯილდოები
რედაქტირება- 2004 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Акселерация при электроосаждении металлов Тбилиси, Мецниереба, 1997 с. 172
საკონკურსო ამოცანები ქიმიაში: თბილისის სამედ. ინ-ტში 1991 წლის მისაღები გამოცდების ბილეთების საკითხები თბილისი, ევრიკა, 1991 გვ. 158
- Комплексообразование в системе Си(II)-МЭА-Н2О Тбилиси, Ин-т неорганической химии и электрохимии, 1990 с. 12
ლიტერატურა
რედაქტირება- გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. თბ., 2012 გვ. 98