თამაზ კოჭლამაზიშვილი
თამაზ კოჭლამაზიშვილი (დ. 22 თებერვალი, 1950, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქვემო ბოდბე) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.
თამაზ კოჭლამაზიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1950 სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქვემო ბოდბე |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა სოფ. ქვემო ბოდბეში (სიღნაღის რაიონი) 1950 წ. 22 თებერვალს. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა (1967 წ.). შემდეგ დაამთავრა რამდენიმე სასწავლებელი: საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონულ-ციფრული მანქანების სპეციალობით (1973), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1994), თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი (1973), მცხეთის სასულიერო სემინარია (1976), ებრაული ენის სამწლიანი კურსი სოხნუთთან არსებულ ულფანში (1998). 2002 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტში და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1977-1983 წლებში მსახურობდა საქართველოს ეკლესიაში. 1994-2006 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რელიგიისა და კულტურის კათედრაზე, ჯერ მასწავლებლის, შემდეგ (2002 წლიდან) – დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე. ასევე 2010 წლიდან დღემდე – კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, უფროსი მეცნიერ- თანამშრომლის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 120-მდე სამეცნიერო, მათ შორის, ცალკე წიგნად – 9. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, საგრანტო პროექტებში. გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო კრებულს „ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი“ (გამოიცემა 2008 წლიდან. გამოსულია 6 ტომი). მისი რედაქტორობით დაიბეჭდა 30-მდე წიგნი.
გამოქვეყნებული წიგნები
რედაქტირება- ცხოვრება წმიდათა მამათა იოანე და ეფთვიმე მთაწმიდელთა, გამოსაცემად მოამზადა, ახალქართულად თარგმნა და სქოლიოები დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. საეკლესიო გამომცემლობა „ახალი ივირონი“ (მე-9 ტომი სერიისა – „მამული, ენა, სარწმუნოება), თბილისი 2016.
- ცხოვრება წმიდა გიორგი მთაწმიდელისა. გამოსაცემად მოამზადა, ახალქართულად თარგმნა და სქოლიოები დაურთო ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. საეკლესიო გამომცემლობა „ახალი ივირონი“ (მე-10 ტომი სერიისა – „მამული, ენა, სარწმუნოება“), თბილისი 2016.
- ე. კოჭლამაზაშვილი, წმიდა ეფრემ ასური, სწავლანი, ქართული ვერსია, ტომი I, სწავლანი ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემისნი (ნაკვეთი პირველი), თარგმნილი ეფრემ მცირის (კარიჭის ძის) მიერ. გამოსაცემად მოამზადა ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა. გამომცემლობა „ალილო“, თბილისი 2015.
- Jean de Bolnisi, Homélies des Dimanches de Carême Suivant la Tradition de Jérusalem et Autres Homélies (I-XIV). Texte géorgien S. Sardjveladze (I-X), T. Mgaloblišvili (XI et XIV), E. KoÇlamazašvili (XII- XIII). Introduction, traduction, choix des variantes et notes Stéphane Verhelst, Paris 2015.
- სამოციქულოს განმარტება გამოკრებული იოვანე ოქროპირისა და სხვა წმიდა მამათა თხზულებებიდან, თარგმნილი ეფრემ ნცირის (კარიჭის ძის) მიერ, ტ. I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და წინასიტყვა დაურთი ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, გამომცემლობა „ალილო“, თბილისი 2011.
- ე. კოჭლამაზაშვილი, თ. დოლიძე, წმინდა გრიგოლ ნოსელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 2009.
- ტიპიკონი შიომღვიმის მონასტრისა, გამოსაცემად მოამზადეს ე. კოჭლამაზაშვილმა და ე. გიუნაშვილმა, თბ., 2005.
- დიდი სინური კურთხევანის რედაქციული თავისებურებანი, თბ., 2002
- პავლეს ეპისტოლეთა განმარტება, გამოსაცემად მოამზადა ე. კოჭლამაზაშვილმა, თბ., 2003.