თამაზ იამანიძე
თამაზ იამანიძე (დ. 21 მარტი, 1944, ზესტაფონი — გ. 18 ოქტომბერი, 2014) — ქართველი ინჟინერი და მეცნიერი.
თამაზ იამანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 მარტი, 1944 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი.
1968-1975 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1980 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების სწავლული მდივანი; 1980-1988 წლებში საქართველოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლებლების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; 1982-2006 წლებში სამთო-მექანიკის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა სამეცნიერო სექტორი და იყო მისი ხელმძღვანელი. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1975 წელს „ბრუნვა-დარტყმითი საბურღი დანადგარების ვიბროდაცვის საკითხების კვლევა“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1996 წელს „სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთმოქმედების პროცესების ოპტიმიზაცია“.
ორგანიზაციის წევრი
რედაქტირება- სამთო ინსტიტუტის სამეცნიერო და სამთო მეცნიერებებში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოები, წევრი
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-)
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთქმედების პროცესების ოპტიმიზაცია (ავტორი), თბ., მეცნიერება, 1995, გვ. 196 — ISBN: 5-520-01586-4
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018, გვ.163