თამაზ დუმბაძე
თამაზ სევერიანის ძე დუმბაძე (დ. 1 იანვარი, 1936, თბილისი, — გ. 24 აგვისტო, 2016) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-ლეიტენანტი (1999).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მოსკოვის ვაჭრობის ინსტიტუტი (1979). სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა თბილისის №1 სამკერვალო ფაბრიკაში. 1989 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, 1991-1992 წლებში — პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობაში. 1992 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, 1992-1998 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1998-2004 წლებში — თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (1998).
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სრული კავალერი)
- სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის
- 1997 — მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
- 1995 — ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- 1993 — ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თქვენ გასაგონად, ბიჭებო!.. / თამაზ დუმბაძე ; მთ. რედ. შ. მირიჯანაშვილი ; რედ.-კონსულტანტი დ. ღონღაძე ; მხატვ. მ. თბილელი. - თბ. : "მერანი-3"-ის გამ-ბა და სტ., 1999.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 508.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ დუმბაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლიკლიკაძე, კობა, თამაზ დუმბაძე: რუსი ორივეს გვაძლევდა იარაღს, რომ ერთმანეთი გვეხოცა, „რადიო თავისუფლება“, დეკემბერი 23, 2015.