თამაზ გველესიანი
თამაზ გველესიანი (დ. 10 მაისი, 1956, სოფ. თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
თამაზ გველესიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1956 |
დაბადების ადგილი | თეთრაწყარო, ხარაგაულის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. 1982-1988 წლებში მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში სხვადასხვა თანამდებობებზე. წმინდა ილია მართლის საზოგადოების გამგეობის წევრი, პოლიტიკური ბლოკის — „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (1990). 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, N125 ახალგორის საარჩევნო ოლქი, მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისიის წევრი. იყო საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი.