ჯალალ თალაბანი

(გადამისამართდა გვერდიდან თალაბანი, ჯალალ)

ჯალალ თალაბანი (ქურთ. ﺟﻪﻻﻝ ﺗﺎﻟﻪﺑﺎﻧﻰ; Celal Talebanî; არაბ. جلال طالباني [jalâl tâlabânî]; დ. 12 ნოემბერი, 1933, ქისანჟარი, ერაყი — გ. 3 ოქტომბერი, 2017, ბერლინი, გერმანია) — ქურთი წარმომავლობის ერაყელი პოლიტიკოსი, ერაყის პრეზიდენტი 2005 წლის 6 აპრილიდან. ხელმეორედ აირჩიეს 2006 წლის 22 აპრილს ერაყის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე. პრეზიდენტად აირჩიეს ასევე 2010 წლის 11 ნოემბერს. თალაბანი არის ერაყის ერთ-ერთი მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის - ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების (PUK) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. იგი ასევე იყო ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წამყვანი წევრი, რომელიც დაფუძნდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრის შედეგად.

ჯალალ თალაბანი
ჯალალ თალაბანი
ერაყის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 აპრილი, 2005 – 24 ივლისი, 2014
წინამორბედისადამ ჰუსეინი
მემკვიდრეფუად მასუმი

დაბადებული12 ნოემბერი, 1933
სულეიმანია, ერაყი
გარდაცვლილი3 ოქტომბერი, 2017
ბერლინი, გერმანია
პოლიტიკური პარტიაქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება
პროფესიაიურისტი
რელიგიასუნიტური ისლამი

2012 წლის 18 დეკემბერს ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში[1]. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოშიარ ზაბარიმ აღნიშნული ინფორმაცია უარყო[2].

გარდაიცვალა 2017 წლის 3 ოქტომბერს, ბერლინში, გერმანია[3][4].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ერაყის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს
  2. Iraq’s foreign minister says President Talabani not dead
  3. George, Susannah (3 October 2017). „Kurdish officials: Iraqi ex-President Jalal Talabani dies“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 October 2017.
  4. https://mobile.nytimes.com/2017/10/03/world/middleeast/jalal-talabani-kurdish-dead.html