თაისა გრძელიძე
თაისა გრძელიძე (დ. 9 სექტემბერი, 1948, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1975–1976 წლებში მუშაობდა თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. 1976–1983 წლებში იყო ქუთაისის პათოლოგანატომიური სამსახურის რაიონთაშორისო ცენტრის მთავარი ექიმი. 1983–1992 წლებში ქუთაისის I ქალთა კონსულტაციის ენდოსკოპიური კაბინეტის ექიმი. 1992 წლიდან ამავე სამშობიარო სახლის ორდინატორი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული მედიცინის კათედრის გამგე.
1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მორფოლოგიური თავისებურებები მენსტრუალური ყვითელი სხეულის ფუნქციის მოშლილობის და ორსულობის ყვითელი სხეული პირობებში მისი განვითარების ადრეულ ფაზებში.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 81