ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თავრიზის ქუჩაბაქოს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა. ქუჩა აკავშირებს სკვერს (ყოფილი სახელები - Bellevue Square, Zavokzalnaya Square). მდებარეობს ბაქოს რკინიგზის სადგურის ზემოთ მდებარე გორაზე, სოფელ მონტინოსთან.

სახელწოდება

რედაქტირება

აღნიშნულ ქუჩას ეწოდა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ქალაქ თავრიზის სახელი. საბჭოთა პერიოდში ქუჩას სახელი ეწოდა სამოქალაქო ომის მონაწილის ვასილი ჩაპაევის პატივსაცემად. სლობოდსკოის ქუჩას იმიტომ ეწოდა, რომ ქალაქიდან მოლოკანის დასახლებებისკენ მიდიოდა. სლობოდკი აქ გადმოიყვანეს ქალაქის ცენტრიდან 1872 წელს [1].

ნაგებობები და ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

თავრიზის ქუჩაზე მდებარეობს არაერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული ბაქოს შენობა-ნაგებობა, მათ შორის: სასტუმრო „ყარაბაღი“ (ყოფილი „ტურისტი“, მდებარეობს თავრიზ №2-ში, რომელიც აშენდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. სასტუმროს ეს შენობა 2001 წლის 2 აგვისტოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, სახელმწიფოს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის, ქვეშ იყო დაცული [2]. ამის მიუხედავად, აღნიშნული სასტუმრო შემდეგ წლებში დაანგრიეს.

შახრიარის პარკი ყოფილი ძერჟინსკის პარკის ერთ-ერთი ნაწილია. ძერჟინსკის პარკში მდებარეობდა ბაქოს ზოოპარკი და ბავშვების რკინიგზა. გზის, სახლებისა და უნივერსიტეტის მშენებლობის შემდეგ, პარკი დაყოფილი იყო ნაწილებად, რომელთაგან ყველაზე დიდია დედე გორგუდას პარკი და შაჰრიარის პარკი. პარკს სახელი ეწოდა მოჰამედ ჰუსეინ შაჰრიარის პატივსაცემად, რომელიც იყო ირანელი აზერბაიჯანელი პოეტი, წერდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებზე. ის იყო ირანის ერთ-ერთი მთავარი ლირიკოსი.

თავრიზის ქუჩაზე მდებარეობს ასევე გვირაბი კოროღლ რაჰიმოვის ქუჩის გადაკვეთაზე. გვირაბის საერთო სიგრძე 274 მეტრია. დაფარული ნაწილის სიგრძეა 26 მეტრი, სიმაღლე 5 მეტრი და სიგანე 17,5 მეტრი. გვირაბის მშენებლობაში შედის გვერდითი გზების სიგრძე 1012 მეტრი, სიგანე 5,5 მეტრი, მისასვლელი გზების სიგრძე 430 მეტრი. გვირაბში მოძრაობა რეგულირდება 4 საპირისპირო ზოლით. გვერდითი გზების მოძრაობა 6 ზოლია. გვირაბში გაკეთდა წვიმისა და მიწისქვეშა წყლების გამონადენი სადრენაჟე ხაზები, ასევე დამონტაჟებულია მაღალი დონის განათების სისტემა. გვირაბი აშენდა უჟანგავი მეტალის დეკორატიული კონსტრუქციებით, ირგვლივ მოეწყო გამწვანება, დარგეს ხეები და ბუჩქები, განთავსდა მანქანების თავისუფალი გადაადგილების მიმართულების ნიშნები და დაიგო კომფორტული ტროტუარები. გვირაბის მშენებლობაში სულ 5,800 ტონა ასფალტი და 9,000 კუბური მეტრი ბეტონი გამოიყენეს.

აღნიშნულ ქუჩაზე არის განთავსებული ნარიმან ნარიმანოვის პარკი და ასევე მეტროსადგური „ნარიმან ნარიმანოვი“. 2015 წელს თავრიზის ქუჩაზე გაიხსნა ბაქოს კონგრესის ცენტრი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „История молокан Азербайджана | Сайт о селе Ивановка Исмаиллы, Азербайджан“. ivanovka.net (რუსული). 2016-04-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-21. ციტირების თარიღი: 2018-04-21.
  2. 132 - Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında. www.e-qanun.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-12. ციტირების თარიღი: 2018-04-21.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავრიზის_ქუჩა“-დან