ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თავი და მხრები (ინგლ. Head and Shoulders) 一 ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, გაზეთ Saturday Evening Post-ში, 1920 წელს გამოქვეყნდა, ფიცჯერალდის მეგობრისა და აგენტის, ჰაროლდ ობერის დახმარებით.[1][2] მოგვიანებით, ის ავტორის ანთოლოგიაში 一 ფლაპერები და ფილოსოფოსები 一 გაერთიანდა.

„თავი და მხრები“
Head and Shoulders

გაზეთ Saturday Evening Post-ის 1920 წლის 21 თებერვლის გამოცემა, რომელშიც მოთხრობა თავდაპირველად გამოქვეყნდა.
ავტორი ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1920
ქართულად გამოიცა 2017
მედია ბეჭდური

ნოველა მოგვითხრობს პრინსტონელი ნიჭიერი ახალგაზრდის შესახებ, რომელსაც სიცოცხლით სავსე მოცეკვავე შეუყვარდება. გამოცემის წელსვე, ნაწარმოები ადაპტირდა მუნჯ კინოშიც, რომელშიც მთავარი როლი ვიოლა დანამ და გარეთ ჰიუმ შეასრულეს.[3]

საკუთარი შემოქმედებისთვის ტრადიციულად, ფიცჯერალდი ყურადღებას ამახვილებს სასიყვარულო ინტერესების უცნაურ შეხამებაზე იმ ადამიანების ფონზე, რომელთაც სურთ, ჰპოვონ ის, როგორც ეს ავტორის გამორჩეულ რომანში 一 დიდი გეტსბი 一 აისახა.

ჰორასი ტარბოქსი ახალგაზრდა და პერსპექტიული პიროვნებაა, რომელიც გამუდმებით სწავლა-განათლებაშია ჩაფლული. ერთ დღესაც, მას გაეცნობა მარშა, რომელიც ორასისთვის თვალის გახელის და სამყაროს სხვაგვარად დანახვის შესაძლებლობას მისცემს. მათი ეს ურთიერთობა გადაიზრდება ფილოსოფოსსა და მოცეკვავეს არსებულ სასიყვარულო რომანში. მარშა სთხოვს ჰორასის, რომ მის სასცენო დადგმებზე იაროს, თავის მხრივ, მამაკაციც მოხიბლულია და ამ გზით გამოხატავს საკუთარ ემოციასა და სიყვარულს საყვარელი ქალის მიმართ. მარშა ამ ემოციას ანალოგიურადვე უბრუნებს, რაც გახდება „ბავშვური სიყვარულის“ წამოწყების მიზეზი. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, საბოლოოდ, იცვლება ორი პერსონაჟის როლი 一 ჰორასი ხდება წარმატებული ტანმოვარჯიშე, ხოლო მარშა წარმატებას მწერლობაში ჰპოვებს.

სათაური მომდინარეობს მარშას იმ იდეიდან, რომ ის განასახიერებს „მხრებს“, როგორც სიმბოლოს ცეკვისა და ხელოვნებისა, ხოლო ჰორასი „თავს“ 一 როგორც სიმბოლოს აზროვნებისა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Bruccoli, Matthew J. (2002). Some Sort of Epic Grandeur: The Life of F. Scott Fitzgerald, 2nd rev., Columbia, South Carolina: University of South Carolina Press. ISBN 978-1-57003-455-8. 
  • Fitzgerald, F. Scott (February 21, 1920). „Head and Shoulders“. Saturday Evening Post. Philadelphia, Pennsylvania: Curtis Publishing Company. 192 (34). ციტირების თარიღი: December 29, 2021 – წარმოდგენილია HathiTrust-ის მიერ.
  • Fitzgerald, F. Scott (1998). The Short Stories of F. Scott Fitzgerald. New York: Scribner's. ISBN 0-684-84250-5. 
  • Milford, Nancy (1970). Zelda: A Biography. New York: Harper & Row. ISBN 1-57003-455-9. 
  • Mizener, Arthur (1951). The Far Side of Paradise: A Biography of F. Scott Fitzgerald. Boston, Massachusetts: Riverside Press. 
  • Turnbull, Andrew (1962). Scott Fitzgerald. New York: Charles Scribner's Sons. 
  1. Fitzgerald 1920.
  2. Fitzgerald 1998, p. 23.
  3. Mizener 1951, p. 330.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავი_და_მხრები“-დან